Politico: კორონავირუსის შესაჩერებლად ამერიკელებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ, ეხლა კი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებენ

თვეების განმავლობაში ჯანდაცვის ექსპერტები ამერიკელებს მოუწოდებდნენ, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ყველა სიფრთხილის ზომა დაეცვათ და სრულიად აერიდებინათ თავი ფართო შეკრებებისთვის. ახლა ექსპერტების ნაწილი ახალ მესიჯს ავრცელებს – დროა სახლებიდან გახვიდეთ და რასიზმის წინააღმდეგ მასობრივ პროტესტს შეუერთდეთ – წერს Politico.

„ჩვენ ყოველთვის უნდა შევაფასოთ რისკები და სარგებელი ვირუსის კონტროლის ძალისხმევის საქმეში. ამჟამად საზოგადოებრივი ჯანდაცვითი რისკი – არ მოითხოვონ სისტემური რასიზმის დასრულება, ბევრად აჭარბებს ვირუსით გამოწვეულ ზიანს“, – წერს სოციალურ ქსელში ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ჯენიფერ ნუზო.

სტატიის თანახმად, ეს მესიჯი ვრცელდება მედიაგამოცემების და ამერიკის ძალიან ცნობილი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ექსპერტების მხრიდან. მაგალითად ერთ-ერთია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ყოფილი დირექტორი ტომ ფრიდენი, რომელიც ხმამაღლა ეწინააღმდეგებოდა ეკონომიკის სწრაფად ამუშავებას, მაგრამ ახლა მასობრივ აქციებს მხარდაჭერას უცხადებს. მათი მესიჯი ასეთია – თუკი ჩვენ არ მოვაგვარებთ რასობრივ უთანასწორობას, კორონავირუსთან ბრძოლა გაცილებით რთული იქნება, ასევე არსებობს მტკიცებულებები, რომ ვირუსი გარეთ ნაკლებად ვრცელდება, განსაკუთრებით თუ ხალხი პირბადეებს ატარებს.

წყარო: https://www.politico.com/news/magazine/2020/06/04/public-health-protests-301534?fbclid=IwAR3tvo66_AgXOeS-gHMxAxWcoEA_wPYgbymfvOjuSgyLkJPWREMAEJZdhOU

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები