“Prada” გადამუშავებული ოკეანური პლასტიკატისგან ჩანთების ახალ კოლექციას შექმნის

იტალიურმა კომპანიამ “Prada”, რომელიც მოდურ სამოსს აწარმოებს, ნეილონის ჩანთების კოლექციის შექმნას აანონსებს. მომავალი კოლექცია გადამუშავებული ოკეანური პლასტიკატისგან, სათევზაო ბადეებისგან და სხვა ნარჩენებისგან იქნება დამზადებული.

იტალიური მოდის ინდუსტრიის პროექტს „Re-Nylon“ ახალი ერის დაწყება უწოდეს.

კომპანია 2021 წლისთვის სუფთა ნეილონის გამოყენებაზე უარის თქმას აპირებს.

კოლექციაში შესული ჩანთების ფასი 520 – 1220 ფუნტამდე ეღირება.

ინფორმაციას „vegan.ru“ ავრცელებს.

 

 

კომენტარები