Rammstein-ის სოლისტმა თავის გულშემატკივარს ყბა მოსტეხა
ჯგუფ Rammstein-ის სოლისტმა თაყვანისმცემელს სცემა. ინციდენტი მიუნხენის ერთ-ერთი სასტუმროს ბარში მოხდა, სადაც ტილ ლინდემანი მეგობრებთან ერთად იყო.
ამის შესახებ გერმანული მედია წერს.
ამავე ინფორმაციით, Rammstein-ის ფრონტმენს ფანმა სელფის გადაღება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო და განაწყენებულმა მუსიკოსის მეგობარ ქალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ლინდემანმა მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, რაზეც კაცმა უარი თქვა. ამის შემდეგ მუსუკოსმა მას სახეში დაარტყა.
54 წლის კაცი საავადმყოფოში ყბის მოტეხილობით გადაიყვანეს.
წყარო: imedinews.ge