sky garls ბარში მომხდარი ინციდენტის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს

sky garls ბარში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამოცნობის პროცედურა შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიან ღამით ჩატარდა.

 დაკავებულია ბარის მენეჯერის, მარიანა ჩხეიძის მეუღლე. ბარში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულმა ივიკო ფრუიძემ მეგობართან ერთად ის ფოტოების მეშვეობით ამოიცნო.

-„4 მოძალადე უკვე დაკავებულია, ჩატარდა ამოცნობის პროცესი, დააკავეს მე-4 მოძალადე. სამართლიანობის ძალიან კარგი პრეცენდენტი იქმნება. დიდი იმედი მაქვს, კიდევ 2 მოძალადესაც მალე დააკავებენ. დაცვის მხარემ უარი განაცხადა ამოცნობის პროცედურაზე, ჩატარდა სურათების მეშვეობით ამოცნობა. პროცედურაში ჩართულები  ვიყავით მეც და ჩემი მეგობარიც,” – განაცხადა დაშავებულმა ივა ფრუიძემ.

ივა ფრუიძის ადვოკატის, რომან ნადირაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგამოძიებო ორგანომ დაზარალებულად სცნო.

დაკავებულ იქნა აღნიშნული პიროვნება. ინფორმაციის დონეზე მოგაწვდით, – ვიდეოჩანაწერები არსებობს, რომლებიც შეჯერდება ივა ფრუიძის ჩვენებასთან, კიდევ მეორე პიროვნების ჩვენებასთან, რომელიც აღნიშნული ჩხუბის დროს იმყოფებოდა.

დაკავებული რომან ჩხეიძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს.

-„ჩვენს მიერ ამოცნობაზე ითქვა უარი. შემდეგ მოხდა რომან ჩხეიძის ფოტოსურათებით ამოცნობა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამოიცნო თავად ივა ფრუიძემ, დაზარალებულმა და მისმა მეგობარმა გოგალაძემ, შემდეგ  მოხდა მისი ყოვლად არაკანონიერი დაკავება, იქიდან გამომდინარე, რომ, თუ რომან ჩხეიძე მართლა ურტყამდა, მას მაშინ ეს პირველივე ჩვენებებში უნდა დაეფიქსირებინათ და არა დაახლოებით 5 დღისა და 1 კვირის შემდეგ რომ ახსენდებათ, მით უმეტეს, როგორც თვითონ განმარტავენ, რომ იყვნენ ძალიან ნასვამები,” – აცხადებს რომან ჩხეიძის ადვოკატი ლიკა ბითაძე.

ინციდენტი პეკინის გამზირზე მდებარე ბარში 21 აგვისტოს მოხდა. საქმეზე 4 პირია დაკავებული. კიდევ ორს ეძებენ.

კომენტარები