– “‼‼‼ 👇‼‼‼‼
📍 ხალხის წინააღმდეგ რეპრესიული სამართალწარმოების იმპლემენტაციის მიზნით, აშშ-ევროპის ორგანიზებითა და მომაწიოეობით, სასწრაფო წესით ტარდება ტრენინგების სერია პროკურატურის, პოლიციისა და სასამართლო სისტემისათვის, რომლის დევიზია: „როგორ დავაშინოთ უმრავლესობა და როგორ დავამყაროთ ლგბტ-ლიბერალური უმცირესობის დიქტატი!..“
📍 ხსენებულ ტრენინგებში აქტიურად მონაწილეობენ „5 ივლისის საქმის“ პროკურორები და გამომძიებლები, ასევე რაიონული, საქალაქო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები!..
 საქართველოს გენერალური პროკურატურა მრავალსიტყვაობით ფუთავს ევროკავშირის რეპრესიულ დირექტივებს ქართველი საზოგადოების წინააღმდეგ:
👉საქართველოს გენერალური პროკურატურაში ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და მონაწილეობით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალიზებული პროკურორების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.
👉სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა – დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ძირითადი ტენდენციები, მიღწევები და გამოწვევები.
👉განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გენდერული დისკრიმინაციის მოტივის, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის და სხვა ნიშნების სპეციფიკის განხილვას და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების უზრუნველყოფას.
👉მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა შეხვედრის მონაწილეებს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი, უახლესი საერთაშორისო სტანდარტები და ტენდენციები გააცნო.
👉სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსამართლეთა და პროკურორთა ერთობლივი სამუშაო შეხვედრების მნიშვნელობას, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის საჭირო მოსაზრებების გაზიარებას და საერთო მიმართულებების დასახვას, რაც დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიან ბრძოლას მნიშვნელოვნად გაზრდის”
– საქართველოს გენერალური პროკურატურის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი
p.s. ვაზიარებთ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს პროკურატურის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა:
 – “დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალიზებული პროკურორების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ევროპის საბჭოს პროექტის – „დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალიზებული პროკურორების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა – დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ძირითადი ტენდენციები, მიღწევები და გამოწვევები, მოტივის დამადასტურებელი მტკიცებულებების სტანდარტი, სასამართლოში საქმის განხილვის სპეციფიკა, შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთის და დასაბუთების სირთულეები. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გენდერული დისკრიმინაციის მოტივის, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის, შშმ, რელიგიის და სხვა ნიშნების სპეციფიკის განხილვას და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების უზრუნველყოფას.
მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა შეხვედრის მონაწილეებს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი, უახლესი საერთაშორისო სტანდარტები და ტენდენციები გააცნო. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა მემორანდუმის ფარგლებში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგია განიხილეს.
სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსამართლეთა და პროკურორთა ერთობლივი სამუშაო შეხვედრების მნიშვნელობას, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის საჭირო მოსაზრებების გაზიარებას და საერთო მიმართულებების დასახვას, რაც დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიან ბრძოლას მნიშვნელოვნად გაზრდის.
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”