Survation-ის კვლევა: თბილისსა და 5 ოლქში ჩატარებულ გამოკითხვაში „ქართული ოცნება“ და პარტიის კანდიდატები ლიდერობენ

ბრიტანულმა კომპანია Survation-მა, „რუსთავი 2-ის“ მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევები თბილისის ერთ და რეგიონის ხუთ ოლქში ჩატარდა. ესენია: დიდუბე-ჩუღურეთი, ზუგდიდი, ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძა, ახალქალაქი – ნინოწმინდა, ქობულეთი, ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდათი.

კვლევის მიხედვით, ექვსივე გამოკითხულ ოლქში „ქართული ოცნება“ და პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აშკარა უპირატესობით ლიდერობენ და მათი რეიტინგი 55%-დან 76%-მდე მერყეობს.

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კვლევის შედეგები შემდეგია:

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

გიორგი ვოლსკი (ქართული ოცნება) – 55%

ანა დოლიძე (მოძრაობა ხალხისთვის) – 18%

ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი) – 15%

ლევან სამუშია (ლელო) – 3%

დიმიტრი ლორთქიფანიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 3%

გედევან ფოფხაძე – (ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი) – 3%

არჩილ ბერიძე (პატრიოტთა ალიანსი) – 2%

და მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი – 1%

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

ქართული ოცნება – 60%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 10%

გირჩი -7%

პატრიოტთა ალიანსი – 5%

ლელო – 4%

ლეიბორისტული პარტია – 4%

გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – 4%

ერთიანი საქართველო -3%

ევროპული საქართველო – 2%

და სხვა პარტიას ირჩევს – 1%.

ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდათის ოლქი:

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?

ბეჟან წაქაძე (ქართული ოცნება) – 66%

კახა გეწაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია) – 23%

გიგი წერეთელი (ევროპული საქართველო) – 4%

ოთარ შაორშაძე (პატრიოტთა ალიანსი) – 3%

ანი ბიბილაშვილი (ლელო) – 3%

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი – 1%

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?

ქართული ოცნება – 66%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 24%

ლელო – 3%

პატრიოტთა ალიანსი – 2%

ლეიბორისტული პარტია – 1%

ევროპული საქართველო – 1%

გირჩი – 1%

და სხვა პარტიას ირჩევს – 2%.

ქობულეთის მაჟორიტარული ოლქი:

​დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?

ზაალ მიქელაძე (ქართული ოცნება) – 76%

ბონდო თედორაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია) – 17%

პაატა ცივაძე (ლელო) – 3%

ირინა აფხაზავა (ევროპული საქართველო) – 3%

ამირან ტატიძე (პატრიოტთა ალიანსი) – 1%

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?

ქართული ოცნება – 58%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 25%

პატრიოტთა ალიანსი – 4%

ლეიბორისტული პარტიაც – 4%

გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – 3%

ერთიანი საქართველო – 3%

ევროპული საქართველო – 1%

ლელო – 1%

გირჩი – 1%.

ზუგდიდის ოლქის შედეგები ასეთია:

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?

ირაკლი ჩიქოვანი (ქართული ოცნება) – 55%

მალხაზ ჯალაღონია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია ) – 29%

გიგი უგულავა (ევროპული საქართველო) – 12%

ალექსანდრე ახვლედიანი (ლელო) – 3%

ოთარ ჭითანავა ( პატრიოტთა ალიანსი ) – 1%

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?

ქართული ოცნება – 56%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 34%

ევროპული საქართველო – 5%

ლელო – 4%

პატრიოტთა ალიანსი – 1%.

ახალციხე-ბორჯომო-ადიგენი-ასპინძის მაჟორიტარული ოლქი:

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?

ანტონ ობოლაშვილი (ქართული ოცნება) – 63%

ვაჟა ჩიტაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია) – 23%

ზურაბ ჩილინგარაშვილი (ევროპული საქართველო) – 11%

დავით გოგიჩაიშვილი (პატრიოტთა ალიანსი) – 3%

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?

ქართული ოცნება – 57%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 19%

გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – 8%

ევროპული საქართველო – 6%

ლეიბორისტული პარტია – 3%

პატრიოტთა ალიანსი – 3%

გირჩი – 2%

ერთიანი საქართველო – 1%

და ლელო – 1%.

ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქი:

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?

სამველ მანუკიანი (ქართული ოცნება) – 59%

არსენ კარაპეტიანი (ევროპული საქართველო) – 19%

ენზელ მკოიანი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 14%

მელიქ რაისიანი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 5%

არტაშეს აკოფიანი (პატრიოტთა ალიანსი) – 3%

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?

ქართული ოცნება – 63%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 14%

გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – 8%

ევროპული საქართველო – 6%

პატრიოტთა ალიანსიც – 6%

ერთიანი საქართველო – 2%

ლეიბორისტული პარტია – 1%.

საველე სამუშაოები 21 სექტემბრიდან 10ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა და 1 808 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 6%-ია.

კომენტარები