Tesla-ს და SpaceX-ის ხელმძღვანელის, ილონ მასკის ქონება, 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

Tesla-ს და SpaceX-ის ხელმძღვანელის, ილონ მასკის ქონება, 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ილონ მასკი მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად ითვლება. ამ  ინფორმაციას Bloomberg Billionaires Index-ი ავრცელებს. Bloomberg Billionaires Index-ი  უმდიდრესი ადამიანების ქონების ყოველდღიურ მონიტორინგს აწარმოებს.

რეიტინგის მიხედვით, მასკის ქონება დღეში 14,5 მილიარდით გაიზარდა -209 მილიარდ დოლარს შეადგენს. სიის მეორე ადგილზე Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსია 186 მილიარდით, მესამე ადგილზე  Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსია – 134 მილიარდი დოლარი.

ილონ მასკი Bloomberg-ის რეიტინგის სათავეში 8 იანვარს, Tesla-ს აქციების ზრდის გამო მოხვდა, მაშინ მისი ქონება 188,5 მილიარდ დოლარად ფასდებოდა. მანამდე, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ბეზოსი ლიდერობდა.

მასკმა ბევრჯერ განაცხადა, -ქონების გაყიდვას აპირებს, თანხას მარსის კოლონიზაციას მოახმარს.

კომენტარები