The American Spectator: „საქართველოს რეფორმირება მიხეილ სააკაშვილს არ ძალუძს, – თავად კორუფციაშია ბრალდებული – რა აქვს ამჯერად ჩაფიქრებული? 

გამოცემა The American Spectator სტატიას აქვეყნებს,სათაურით – „ოდესღაც და მუდამ შარიანი სააკაშვილი”.

სტატიის ავტორი ბრაიან მაკნიკოლი წერს:

-„ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, დასავლეთზე მოახდინოს სწორება და არა რუსეთზე. სააკაშვილმა ეს იცის. ამიტომ, ჩნდება კითხვა: ნეტავ, რა აქვს ამჯერად ჩაფიქრებული?

სავარაუდოდ, სააკაშვილი უბრალოდ,  „შარზეა“. საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში რაიმე აუცილებლობის გარეშე ამოიჩემა რუსეთთან ბრძოლა, ამისთვის უმალვე თავადაც დაისაჯა და ქვეყანაც.

საქართველოს რეფორმირება სააკაშვილს არ ძალუძს, თავად კორუფციაშია ბრალდებული პრეზიდენტობის პერიოდიდან. უკრაინაში ბინადრობს, ოდესის ოლქის გუბერნატორადაც მსახურობდა წინა პრეზიდენტის, – პეტრო პოროშენკოს პერიოდში. შემდეგ მისდამი მადლიერება სამსახურიდან წასვლით და ოპოზიციური პარტიის შექმნით გამოხატა, რომელიც პოროშენკოსვე დაუპირისპირდა და ამის შემდეგ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა აღუდგინა, მთავრობაში სამსახური დააწყებინა.

ახლა ის ზელენსკის უქმნის პრობლემებს, უკრაინასა და საქართველოში ოფიციოზი ღიზიანდება. ზელენსკი გამუდმებით აცხადებს, – მიხეილ სააკაშვილი მისი სახელით არ საუბრობს. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს: – „როდესაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის, ასოცირებული წევრების ადგილისა და მომავლის გადახედვას ახორციელებს და როდესაც პარტნიორებთან ურთიერთობების საერთო მომავალი განისაზღვრება, ამ პარტნიორობის შესუსტების ნებისმიერი მცდელობა ჩვენს ორ ქვეყანას მხოლოდ დაასუსტებს და საოცრად კრიტიკულ დროს შეამცირებს საქართველოსა და უკრაინის გავლენას ამ ძალიან გადამწყვეტ დებატებში.

შარში გახვევისას სააკაშვილის პარტნიორად გვევლინება ამერიკის პოლიტიკურ ეშელონებში მნიშვნელოვანი კავშირების მქონე ორგანიზაცია, ის თავად არის ცნობილი შარებში გახვევისა და გახლეჩა-დაშორიშორებისთვის – ჯონ მაკკეინი.

აწ უკვე გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორი არიზონის შტატიდან, – ჯონ მაკკეინი, – თავისივე ქვეყანაში უთხრიდა ძირს დემოკრატიულ პროცესს რუსებთან, სხვებთან ერთად პრეზიდენტი ტრამპის წინააღმდეგ ტალახის აგორებით. მაკკეინი აღარ არის ცოცხალი, ახლა უკვე მისი ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რენდი შენემანი გამოჩნდა, – მისი ყოფილი უფროსის როლი მოირგო. ის არის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგისტრირებული წარმომადგენელი, რომელიც ზურაბიშვილის მთავრობას ოპონირებს.

შეერთებულ შტატებში მიხეილ სააკაშვილის კაცია რენდი და, მისი ყოფილი უფროსის მსგავსად, მისი ლიოალობა – რბილად რომ ვთქვათ, – წინააღმდეგობებით ხასიათდება. შენემანი სენატის დატოვებამდეც მუშაობდა საქართველოზე და ჯორჯ სოროსის რეგისტრირებული ლობისტია. სოროსის ღია საზოგადოების ფონდიდან სხვა იურისტებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად იღებდა მონაწილეობას სედონას ფორუმში, – ყოველწლიურად ქ. სედონაში იმართება აკადემიური წრეებისთვის მაკკეინის ინსტიტუტის სპონსორობით. ამის გარდა, ის საქართველოს მოქმედი ლობისტია, ამავდროულად, კვლავ მაკკეინის აპარატის წევრია. მან სენატორი დაითანხმა საქართველოსა და სხვა კლიენტი ქვეყნების (ლატვიის, მაკედონიის, რუმინეთისა და ტაივანის) სასარგებლოდ ოთხი ბრძანების ინიცირება მოეხდინა. ახლახან შენემანმა საზოგადოებრივი აზრი ააზვირთა, თითქოს, ქართველები კვლავ არ ენდობიან მთავრობას, რომ პესიმიზმი კვლავ ისადგურებს ქვეყნის მოქალაქეთა გულებს. საქართველოს ხელისუფლების მოწინააღმდეგე პარტიასთან გაფორმებული კონტრაქტით მას მილიონის მეოთხედს უხდიან და ამიტომ ცდილობს დამალოს ქვეყანაში მიღწეული წინსვლა.

არავისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი, – სააკაშვილი განაგრძობს პრობლემების შექმნას. ის ქარიზმატული და ენიგმატური ფიგურაა, თუმცა, თავისივე მოქალაქეებს ვერ ეწყობა ვერც უკრაინაში და ვერც საქართველოში. მისი ფეთქებადი და იმპულსური აზროვნების გამო, კონდოლიზა რაისმა ისიც განაცხადა,  რომ ალიანსი საქართველოს ვერ დაუჭერდა მხარს რუსეთთან შერკინებაში. რბილად რომ ვთქვათ, დასანანია, საქართველოს თავისუფლების მასშტაბის გაფართოების, ეკონომიკის ზრდის, დასავლეთთან დაახლოებისა და კორუფციის შემცირებისკენ მიმართულ ძალისხმევის დაკნინებას ცდილობს ამერიკელი. თუმცა ეს გასაკვირი აღარც არის როდესაც ვიგებთ, რომ ის მაკკეინის აპარატის წევრია და მის გარდაცვლილი სენატორის საქმიანობას უკავშირდება”.

კომენტარები