The Guardian-მა მესი 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამა გამოაქვეყნა 2019 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია.

The Guardian-მა წლის საუკეთესო ფეხბურთელად „ბარსელონას“ არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი აღიარა. მეორე ადგილი „ლივერპულის“ მცველს ვირჯილუ ვან დეიკს ერგო, მესამე ადგილი წილად ხვდა ასევე „ლივერპულის“ ნახევარმცველს სადიო მანეს, იუწყება  theguardian.com

კრიშტიანუ რონალდუ სიაში მხოლოდ მეოთხე ადგილზე მოხვდა.

საუკეთესო ათეულში მოხვდნენ მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“), კილიან მბაპე (პსჟ), რობერტ ლევანდოვსკი („ბავარია“), რახიმ სტერლინგი („მანჩესტერ სიტი“), ალისონ ბეკერი („ლივერპული“) და ფრენკი დე იონგი („ბარსელონა“). 31-ე ადგილზეა ნეიმარი (პსჟ),  36-ეზე სეხიო რამოსი („რეალ მადრიდი“), 45-ე ადგილზე – ლუკა მოდრიჩი („რეალ მადრიდი“), 46-ე ადგილზე – დევიდ სილვა („მანჩესტერ სიტი“), 96-ე ადგილზე – ზლატან იბრაჰიმოვიჩი („ლა გალაქსი“).

წყარო: theguardian.com

კომენტარები