The National Interest – შესაძლოა ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ალიანსიდან გარიცხვა მოხდეს

თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ს ხელისუფლებას ულტიმატუმს წაუყენებს, ამ შემთხვევაში შესაძლოა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან ბალტიის პირეთის რამდენიმე ქვეყნის გარიცხვა მოხდეს. ამის შესახებ უცხოური გამოცემა The National Interest იტყობინება.

„რუსეთის მიერ შემოთავაზებული უსაფრთხოების შეთანხმების პუნქტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები ვალდებულებას აიღებს თავიდან აიცილოს ნატოს შემდგომი აღმოსავლეთით გაფართოება და უარი თქვას ყოფილ სსრკ-ის სახელმწიფოებთან შეთანხმებების გაფორმებაზე, ამ შემთხვევაში კი შესაძლოა ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ალიანსიდან გარიცხვა მოხდეს. პუტინის მოთხოვნები არც ისე უსაფუძვლოა, როგორც ამას ბევრი დასავლელი კომენტატორი ექსპერტი ამბობს” – The National Interest.

ამ ინფორმაციით, არის შანსი, რომ ვაშინგტონმა გადადგას ასეთ მოულოდნელი ნაბიჯი საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებს არ გააჩნია სასიცოცხლო ინტერესები ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ტერიტორიაზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების საკითხებზე რუსეთ-ნატოს მომავალი შეხვედრის დეტალები ჯერ კიდევ სრულდება, შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გასული წლის დეკემბრის ბოლოს განაცხადა.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები