The New York Times – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს და შეეგუოს რუსეთის ვეტოს, უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ

 

ამერიკელი ჟურნალისტი პიტერ ბეინარტი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი ფარისევლურად იქცევა რუსეთის ფედერაციის მიმართ, რადგან აგრძელებს ე.წ. მონროს დოქტრინის დარღვევას. ამის შესახებ მან The New York Times-ის სტატიაში დაწერა.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი მეთაურის, ჯეიმს მონროს დოქტრინამ გამოაცხადა ამერიკისა და ევროპის კონტინენტების სახელმწიფოების ურთიერთჩაურევლობის პრინციპი ერთმანეთის საშინაო საქმეებში.

ბეიარტმა ასევე გააკეთა შედარება უკრაინასა და მექსიკას შორის, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ როგორ მტრულადაც არ უნდა იყოს განწყობილი მექსიკის ხელისუფლება შეერთებული შტატების მიმართ, ის არ აპირებს არცერთ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებას და ზუსტად ასე უნდა მოიქცეს უკრაინაც.

ჟურნალისტი თვლის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს და შეეგუოს რუსეთის ვეტოს, უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები