The Washington Post-სთვის ცნობილი გახდა, რომ კონგრესი გამოძიებას იწყებს ტრამპის წინააღმდეგ

წარმომადგენელთა პალატის კომიტეტი გეგმავს , გამოიძიოს ტრამპის თანამონაწილეობა საქმეში, რომლის გამოც 2018 წლის დეკემბერში დააკავეს და 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მის პირად იურისტს მაიკლ კოენს. საქმე ეხება 2016 წელს გაჩუმების საფასურად ფულადი თანხის გადახდას ქალბატონებისთვის, რომლებსაც ინტიმური კავშირი ჰქონდათ დონალდ ტრამპთან. კომიტეტი აპირებს, მოისმინოს ფულის გადაცემის ორგანიზებაში ტრამპის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. კომიტეტში გამოკითხავენ მოწმეებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ფულის გადაცემაში. საუბარია პორნომსახიობ სტორმი დენიელსისა და Playboy-ის ყოფილი მოდელის კარენ მაკდუგალისათვის ფულის გადაცემაზე. წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრები მიიჩნევენ, რომ ამჟამად საკმარისი მტკიცებულებებია, რათა ტრამპი ცნობილ იქნას ამ ეპიზოდის თანამონაწილედ.
ცნობილია, რომ მაიკლ კოენმა აღიარა ამ ორი ქალბატონისთვის თანხის გადახდის ფაქტი, ეს იყო საფასური იმის სანაცვლოდ, რომ დენიელსი და მაკდუგალი არ გაახმაურებდნენ მათ ინტიმურ კავშირს ტრამპთან. კომპანია American Media Inc-გან პორნომსახიობმა მიიღო 130 ათასი დოლარი, ხოლო მოდელმა – 150 ათასი. ტრამპმა მაშინ განაცხადა, რომ მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი მის შეყვარებულთათვის ფულის გადაცემის შესახებ და თვითონ არ მონაწილეობდა ამ პროცესში.

წყარო: .rbc.ru

კომენტარები