Turning Point-ის წევრმა დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლისას ბანერზე ორთავიანი არწივი გამოსახა

ადამიანი, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის ბანერზე ორთავიანი არწივი გამოსახა, კონსერვატიული ჯგუფის Turning Point-ის წევრი აღარ არის. ის გარიცხეს. ამის შესახებ BBC წერს.
ბანერი მიზანმიმართულად არ დაუმზადებია და მომხდარს შეცდომას უწოდებს. ამავე პოზიციას იზიარებენ თეთრ სახლში.
მედიაში წერდნენ, რომ ეს გამოსახულება ორ მესიჯს შეიცავს: პირველი – ეს არის გზავნილი ტრამპისა და რუსეთის შესაძლო კავშირების შესახებ, მეორე – ტრამპი ხშირად თამაშობს გოლფს, რაც მას სახელმწიფო საქმეებისთვის განკუთვნილ დროს ართმევს.
დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის დროს მის უკან დამაგრებულ ბანერზე გამოისახა ორთავიანი არწივი, რომელსაც კლანჭებით ისრების შეკვრის ნაცვლად გოლფის ჯოხები უჭირავს. ტრამპის გამოსვლის დროს სცენაზე გაკეთებულ მონიტორზე უნდა გამოსახულიყო აშშ-ის გერბი, რომელზეც არწივს ერთ კლანჭში ზეთისხილის რტო უჭირავს – მშვიდობის სიმბოლო, მეორეში კი 13 ისარი – ომის სიმბოლო.

კომენტარები