USAID/Georgia-ს ლოგოს გამოყენებით ან ამერიკის მთავრობის სახელით თანხის გადარიცხვას არ დათანხმდეთ
ამერიკის საელჩოს Facebook-ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
“თუ USAID/Georgia-ს ლოგოს გამოყენებით ან ამერიკის მთავრობის სახელით ვინმე თანხის გადარიცხვას გთხოვთ, არ დათანხმდეთ და გთხოვთ, შეგვატყობინოთ მსგავსი შემთხვევების შესახებ.
ბოლო დროს USAID-ის ლოგოს გამოყენებით, თაღლითური გზით, საქართველოს მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვის შემთხვევები გავრცელდა, სწორედ ამიტომ ისინი პრობლემის გადაჭრისთვის შესაბამის ორგანოებთან ერთად მუშაობენ“.