Walt Disney Records-მა ახალი „მეფე ლომის“ საუნდტრეკების ალბომი Youtube-ზე გამოაქვეყნა

Walt Disney Records-მა ანიმაციური ფილმის, ახალი „მეფე ლომის“ საუნდტრეკების ალბომი Youtube-ზე გამოაქვეყნა.
ალბომში 19 კომპოზიციაა. ალბომში არის ბიონსეს, ელტონ ჯონის და დონალდ გლოვერის სიმღერები.
ანიმაციის რიმეიქზე მომუშავე მსახიობების ერთობლივი ფოტო გამოქვეყნდა. ფოტოზეა ბიონსე, რომელიც ნალას პერსონაჟს ახმოვანებს, ასევე დონალდ გლოვერი (სიმბა), სეთ როგანი (პუმბა), ჯონ ოლივერი (ზაზუ), ბილი აიქნერი (ტიმონი), ალფრივუდარდი (სარაბი), შაჰადი რაით ჯოსეფი (ახალგაზრდა ნალა), ჯეიდი მაქქერი( ახალგაზრდა სიმბა), ფლორენს კასუმბა (შენზი), ჩუათელ ეჯიოფორი (სქარი), კიგან-მაიკლ ქი (კამარი) და ერიქ ანდრე (აზიზი).
“მეფე ლომის” რეჟისორი ჯონ ფავროა. ანიმაცია კინოთეატრებში 19 ივლისს გამოვა.

კომენტარები