„ვისაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნება ჩატარებული – საბჭო მუშაობს იმ მიმართულებით, რომ განსაზღვროს რეგულაციები“

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„საბჭო მუშაობს იმ მიმართულებით, რომ განსაზღვროს რეგულაციები, რომლებიც მომავალში არ შეეხება პირებს, ვისაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული. ამ კონკრეტული მომენტისთვის შესაძლებელია ცოტა ნაადრევი იყოს ზუსტი ღონისძიებების განსაზღვრა.

მიმდინარეობს ვაქცინაციის მეორე ეტაპი. შესაძლოა, ამ კონკრეტული მომენტისთვის ცოტა ნაადრევი იყოს ზუსტი ღონისძიების ჩამონათვალის განსაზღვრა“.

ამირან გამყრელიძე – „ვისაც ვაქცინის 2 დოზა ექნება გაკეთებული, შესაძლოა, კომენდანტის საათი და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვები მოიხსნას“.

კომენტარები