თამარ გაბუნია: „ჯერ კიდევ ვრჩებით „მწვანე ზონაში“

-„ყვითელი ზონაა“, როცა უკვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, მეტად დავიცვათ რეგულაციები, განსაკუთრებით, როცა თავშეყრის ღონისძიებებთან მიმართებაში ეს არის ათიდან ოცდაათამდე ახალი შემთხვევების რაოდენობა ასი ათას მოსახლეზე ორი კვირის განმავლობაში. თუ ეს გადააჭარბებს დაუშვათ ოცდაათს, შემდეგ უკვე არის განგაშის შედარებით მაღალი ზონა და საჭიროებს ღონისძიებების უფრო მეტად გამკაცრებას.

მიუხედავად იმისა, რომ ერთეული შემთხვევები გაიზარდა, ზოგიერთ ადგილზე რამდენიმე ათეულიც კი იყო, ჯამურად, ამ მაჩვენებლით ჯერ კიდევ ვრჩებით „მწვანე ზონაში“.

ქვეყანაში მოქმედი მოდელის მიხედვით, „მწვანე ზონაში“ მანამ ვიქნებით, სანამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ას ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა ათს არ აღემატება. დღეს ეს მაჩვენებელი 8-ს შეადგენს“, –  განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1325-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები