ლაშა-გიორგი შამუგია 250 000 $-იანი გრანტით პრინსტონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა

ლაშა-გიორგი შამუგია 250 000 $-იანი გრანტით პრინსტონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
-„დღე კარგი ამბით დაიწყო პრინსტონის უნივერსიტეტიდან (აშშ), ჩარიცხვის წერილი (acceptance letter) მომივიდა. (მექანიკური და აეროკოსმოსური ინჟინერიის მიმართულებით) ეს სიახლე ნამდვილად იქნება ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი და გულწრფელად მაქვს სურვილი, ეს იყოს ჩემი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯიც, რომლითაც შევძლებ ხელი შევუწყო საქართველოს განვითარებას, დასავლეთისკენ შეუფერხებლად სვლას და სწორი ღირებულებებისადმი მხარდაჭერას. უდიდესი მადლობა ამერიკასა US Embassy Tbilisi, Georgia და პრინსტონის უნივერსიტეტს Princeton University ასეთი შესაძლებლობებისთვის! ჩემი მთავარი რჩევა კი მათთვის, ვინც ახლა გადის ამ გზას, ან მომავალში გეგმავს: ყველაფერი შესაძლებელია; მთავარია მიჰყვეთ თქვენს ოცნებებს და არ დანებდეთ არც ერთი მარცხის შემდეგ ” – წერს ლაშა შამუგია სოციალურ ქსელში.
კომენტარები