„მე არ მეშინია იმის თქმა, რომ ნატოსა და რუსეთს შორის მართალი რუსეთია“-კონსტანტინე მორგოშია

„ალტ ინფოს“ გადაცემა  „დღის კომენტარი “

ალტ–ინფოს“ დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია:

-„თავი რომ დავანებოთ ჩვენსა და რუსეთს შორის არსებულ პრობლემას, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და თავისთავად ცხადია, რომ ამის გასაღები დევს მოსკოვში. შესაბამისად, ჩვენ რუსეთს მოვიხსენიებთ როგორც ოკუპანტ ქვეყანას. მე არ მეშინია იმის თქმა, რომ ნატოსა და რუსეთს შორის მართალი რუსეთია. 90-იან წლების დროს, როდესაც ე.წ. გედეერიდან ჯარები გაყავდა საბჭოთა კავშირს, დაპირდნენ, რომ აღმოსავლეთ ევროპისკენ არ იქნებოდა ნატოს საზღვრების გაფართოება, უკრაინაზე საერთოდ საუბარიც კი არ იყო.

არ აკმარეს აღმოსავლეთ ევროპისკენ გაფართოება და უკვე ზელენკის მეშვეობით და მანამდეც, მისი წინამორბედის, პოროშენკოს მეშვეობით დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ნატოში უნდა შევიდეს უკრაინა. ზელენსკიმ სიგიჟე თქვა, რომ უკრაინა უნდა გახდეს ატომური იარაღის მქონე სახელმწიფო.

რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ებრძვიან. იყო უზარმაზარი სისხლის ღვრები. ეს ისტორია მხოლოდ მსოფლიო ისტორია არ არის. მათთვის ეს არის ძალიან მძიმე გასახსენებელი. მათ იციან, რომ ევროპაში არავინ არ არის მათი მეგობარი, ამიტომ მის საზღვრებთან ნატოს ინფრასტრუქტურა არის პრობლემა…“

გადაცემა ნახეთ

აქ: 👇

ვიდეო – https://www.facebook.com/100073715631251/videos/1251780172021803/

კომენტარები