„მე საქართველოში ვერ ვბრუნდები…“ – მიხეილ სააკაშვილი

-„მე საქართველოში ვერ ვბრუნდები არა იმიტომ, რომ რომელიმე ოპოზიციის წევრს არ უნდა, რომ არ დავბრუნდე, არამედ, იმის გამო, რომ ვიმყოფები პოლიტიკურ დევნილობაში არსებული დანაშაულებრივი ხელისუფლების მიერ, რომელმაც ამ დღეებში ქართველ ერს უპრეცედენტო მასშტაბით მოპარა თავისუფალი არჩევანის უფლება და გაძარცვა პრაქტიკულად მთელი საქართველო – დღევანდელი და მომავალი თაობები!
ამიტომ დღეს, ამ რეჟიმის წინააღმდეგ, ყველა ძალის კონსოლიდაცია არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი პიროვნება, მათ შორის ჩემი მოკრძალებული პიროვნება. მე ძალიან მადლობელი ვარ იმ ხალხის, ვინც აყენებს ჩემი დაბრუნების საკითხს. რა თქმა უნდა, ჩემთვის უმძიმესია მრავალწლიანი განშორება ჩემს სამშობლოსთან და ჩემთვის სამშობლოს მიწაზე ფეხის დადგმა – ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი თანამდებობა, ან ნებისმიერი პოლიტიკური როლი და მე არანაირი ექსკლუზიური როლისთვის ჩემთვის არ მივისწრაფი.
მე ვარ ერთ-ერთი თანასწორთა შორის.
თუ ქართული ოპოზიცია ერთობლივად გადაწყვეტს, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად ჩემი ჩამოსვლა იქნება ერთ-ერთი იარაღი, გარწმუნებთ, ვიპოვი საშუალებას საქართველოში შემოღწევის და არაფრის არ შემეშინდება
საერთოდ, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩემი უსაფრთხოებაც და პიროვნებაც ჩემთვის მეათე ხარისხოვანია, როცა სამშობლოს ვკარგავთ. მაგრამ ეს არ უნდა იყოს რამე განხეთქილების, ან უთანხმოების თემა, როდესაც ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უკვე მიღწეული თანხმობა.
ახლა ყველანი უნდა ვკონცენტრირდეთ ამ დღეებში ოლიგარქის მიერ ჩატარებული მანიპულაციების გაუქმებაზე, მასობრივ მობილიზაციაზე, იმიტომ, რომ ეს უსამართლობა ნამდვილად არ უნდა შერჩეს ივანიშვილს!
უნდა ვიმოქმედოთ და ვიმოქმედებთ კიდევაც!.. – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
კომენტარები