„რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთში თვითმფრინავების, მანქანების ძირითადი კომპონენტებისა და სმარტოფნების ექსპორტის აკრძალვასაც“ – „როიტერი“

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ-ის მთავრობა რუსეთში სმარტფონების, თვითმფრინავებისა და მანქანების ძირითადი კომპონენტების ექსპორტის აკრძალვას გეგმავს. ამ ინფორმაციას „როიტერი“ავრცელებს. 

-„განხილული ზომები შეიძლება, იყოს უპრეცედენტო, რუსეთს შეუზღუდავს წვდომას ფართო მოხმარების სამეწარმეო და სამომხმარებლო ტექნოლოგიებთან“, – აცხადებს ანონიმური წყარო „როიტერთან“ საუბარში.

„როიტერის“ ცნობით,  ეს მხოლოდ ნაწილია იმ ზომებისა, რომელთა გატარებასაც ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ განიხილავს.

კომენტარები