„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები ვენეციის კომისიის დასკვნაში დადებითად არის შეფასებული“-შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით:

-„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები ვენეციის კომისიის დასკვნაში დადებითად არის შეფასებული. ცვლილებებში ავსახეთ ვენეციის კომისიის შარშანდელი რეკომენდაციები. ამას ითვალისწინებდა 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტიც, შესაბამისად, ამ კანონის მიღებით შეთანხმების ეს პუნქტი შესრულებულია. ვენეციის კომისიის დასკვნაში დადებითად არის შეფასებული ცვლილებები. არის სამი რეკომენდაცია, თუმცა ტექნიკური ხასიათისაა, აქედან ორი კანონით ისედაც არის გათვალისწინებული, ერთი შესაძლოა კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდეს.

პირველი შენიშვნა შეეხება იმას, რომ შეჩერდეს პროცესი, როდესაც გასაჩივრებულია უზენაესი სასმართლოს შესაბამის პალატაში. ეს კანონში გათვალისწინებულია და შესაძლებელია, ვენეციის კომისიას ეს მომენტი გამორჩა. მეორე საკითხი შეეხება მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ეს რჩევის ხასიათისა – უმჯობესი ხომ არ იქნებოდა ხელახლა დაწყება. აქ ერთი გარემოებაა – ცვლილებები, რაც ჩვენ მივიღეთ, ეხება საბოლოო შეფასების პროცესს, სადამდეც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჯერ მისული არ არის, ინტერვიუების ეტაპზეა. ჩვენ ისიც კი დავუშვით, –  ახალი, დამატებითი განაცხადებიც მიიღო კანდიდატებისგან. ეს ნაწილიც არარელევანტურია, ვინაიდან ის ცვლილებები, რომლებიც მივიღეთ, მიმდინარე პროცესს არ ეხება. ვენეციის კომისია თანაბრობაზე როდესაც საუბრობს, თანაბრობა უზრუნველყოფილია, ვინაიდან ცვლილებები ინტერვიუების პროცესს არ ეხება.

მესამე რეკომენდაცია ეხება საკითხს, როდესაც გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, და შემდეგ ის ადამიანი, რომლის შეფასებაც სასამართლოს მხრიდან დახარვეზდა, უნდა მონაწილეობდეს თუ არა შემდეგ განხილვაში. თუ საქმე გვაქვს უხეშ დარღვევასთან, ისედაც არის საფუძველი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს შეუჩერდეს უფლებამოსილება. სხვა შემთხვევაში, ისედაც გვაქვს ჩანაწერი ინტერესთა კინფლიქტთან დაკავშირებით. ასე რომ, აქ დამატებითი რეგულაცია საჭირო არ არის“.

ვენეციის კომისია მიესალმება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელთა შეფასების თხოვნითაც კომისიას 8 აპრილს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მიმართა.

-„მივესალმებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებში გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციები, გაუთვალისწინებელი რჩება რიგი რეკომენდაციები, რომელთა გაზიარების შემთხვევაშიც უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის მეტი სიცხადე, გამჭვირვალობა და სამართლიანი მიდგომა ყველა კანდიდატისთვის“.

ვენეციის კომისია გამოდის შემდეგი რეკომენდაციებით:

  • განხილული იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილება;
  • შეჩერდეს დანიშვნის პროცედურები უზენაესი საბჭოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებამდე;
  • კანდიდატებისადმი თანაბარი მიდგომის უზრუნველსაყოფად შესაძლოა საჭირო გახდეს შერჩევის პროცედურის თავიდან დაწყება.

ვენეციის კომისია გამოთქვას მზადყოფნას, საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხში მომავალშიც დაეხმაროს.

კომენტარები