“ყველა ქსელში მიზერულ ხელფასებზე ამუშავებენ აფთიაქების თანამშრომლებს. “-ამირან სალუქვაძე:

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს-

 

 

“აფთიაქების თემას გავაგრძელებ და, პრინციპში, დავასრულებ. ბევრი რა უნდა დავწერო?!

ყველა ქსელში მიზერულ ხელფასებზე ამუშავებენ აფთიაქების თანამშრომლებს.

არადა, პროვიზორები იმსახურებენ გაცილებით მეტ პროფესიულ დაფასებას. სიმწრით გაგეცინებათ და მათი ანაზღაურება 350-450 ლარის ფარგლებშია.

ხშირად ეს მიზერული ხელფასიც ვერ მიაქვთ სახლში. ვიცი შემთხვევები, როცა აფთიაქში დანაკლისის გამო ხელფასებს უკავებენ.

წელს, პანდემიის საწყის ეტაპზე, აფთაქთა ერთ-ერთ ქსელში მაისის თვის ხელფასები გაუნახევრეს პერსონალს, უჭირს კომპანიასო. შემდეგ კიდევ რაღაც თანხები არ დაარიცხეს.

ის კომპანიები, რომლებიც თავად აწაემოებენ მედიკამენტებს, ავალდებულებენ ფილიალებს, მათი წამლები გაყიდონ. გეგმები აქვთ. თუ გეგმებს ვერ ასრულებენ, ასევე უქვითავენ.

იგივე მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობენ ბანკების ქვედა რგოლის სპეციალისტები, საწვავის გასამართი სადგურების და ჰიპერმარკეტების გამყიდველები. სუპერმარკეტებშიც დაქვითვები ჩვეულებრივი მოვლენაა.

თუმცა, თუ საწვავზე და სურსათზე ფასნამატი დიდი არაა, წამლებზე ძალიან კარგად ვიცით, რომ 300-500%-ს ამატებენ.

ამიტომაა ამირალური წინასაარჩევნოდ მედიამენტებზე ფასების განახევრება იმ პარტიის მხრიდან, რომელის მმართველობის დროსაც შეიქმნა ეს მონოპოლიური მონსტრები.

წამლები კი არა, 7-ლარიანი ხორცი, ზუსტად ერთ დღე-ღამეში, კორუფციული სქემით, 25 ლარი გახადეთ.

“სანამ თქვენ ხელისუფლებაში მოხვალთ, მე ჩინურის სწავლას დავიწყებ, თქვენ მანამდე აფთიაქების პერსონალს ხელფასები მოუმატეთ, წამლებზე ფასების განახევრების მაგივრად. თუ გენანებათ, რასაც უხდით, იმას მაინც ნუღარ უქვითავთ.

გეყოფათ პოპულიზმი და ლოზუნგები, ეკონომიკურად დასაბუთებული პროგრამები წარმოადგინეთ!”-წერს ამირან სალუქვაძე

 

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები