„ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა – სენატში განცხადებები“

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

-„მმართველი გუნდი მზად არის, რომ რეფორმები გააგრძელოს. ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა აღნიშნული განცხადებებით და, რაც მთავარია, დასრულდა ის ერთგვარი აბსურდული ცილისწამებები, სპეკულაციები ნებისმიერი თემაზე, რომელიც გვესმოდა ოპოზიციის წარმომადგენლებისგან. ჩვენ მზად ვართ,  მოკლე დროში განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა და ყველა ის რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რაც იყო ასახული აშშ-ის სენატის მხრიდან.

მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის სენატს და სახელმწიფო დეპარტამენტს, კონკრეტულად ბატონ ჯორჯ კენტს სამართლიანი შეფასებებისთვის და ობიექტურობისთვის. აღნიშნული მოსმენა და იქ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, -ამერიკისთვის საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო რეგიონში“.

კომენტარები