შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის მთავარ სამმართველოს ქალაქ თელავის №6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის მთავარ სამმართველოში სტუმრად სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის მთავარ სამმართველოს ქალაქ თელავის №6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეები მეხანძრე-მაშველებს შეხვდნენ, მათი პროფესიის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ასევე, მოზარდებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სპეციალური ტექნიკა და დასწრებოდნენ საჩვენებელ სახანძრო-სამაშველო სწავლებას. მოსწავლეების ვიზიტმა საკმაოდ საინტერესოდ და აქტიური ჩართულობით ჩაიარა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მსგავსი ტიპის ღონისძიებებს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან სისტემატურად ატარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მზაობის გასაზრდელად.
კომენტარები