„წელს საარჩევნო წელიწადი გვაქვს. კარგი, სანიმუშო, დემოკრატიული არჩევნები ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა“ – გიორგი გახარია

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

-„თუ აქამდე 2 ფრონტზე – ჯანმრთელობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ვიბრძოდით, ახლა დაგვემატა ახალი, ამასაც უნდა გავუძლოთ, აქაც უნდა ვიყოთ წარმატებულები და გამარჯვებულები. იმისათვის, რომ შევძლოთ შეზღუდვების სახით და ხელი შევუშალოთ ინფექციის სწრაფ და მასშტაბურ გავრცელებას ქვეყანაში, ეს საკითხები პოლიტიკური სპეკულირების თემები ხდება, რაც სამწუხაროა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურად პანდემია გამოაცხადა 11 მარტს და ეს პანდემია ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ მოუხსნია. რაც გვაიძულებს და ამოცანას გვისახავს, მსოფლიოსთან ერთად ამ პანდემიის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ.

წელს საარჩევნო წელიწადი გვაქვს. კარგი, სანიმუშო, დემოკრატიული არჩევნები ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება და მთლიანად გუნდი თავს წარმატებით გავართმევთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

კომენტარები