ჯესიკა სიმფსონმა წონაში სწრაფად დაკლების საიდუმლო გახსნა

მომღერალი და მსახიობი ჯესიკა სიმფსონი ყვება, თუ როგორ დაიკლო წონაში მესამე ბავშვის გაჩენის შემდეგ.

მას მესამე ფეხმძიმობა რთული ჰქონდა. ის ისე გასუქდა, რომ ორსულობის ბოლო თვეებში უნიტაზმა მის წონას ვეღარ გაუძლო. ბავშვი საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა, რის გამოც არტისტი მშობიარობის შემდეგ მაშინვე სპორტით ვერ დაკავდა.

ჯესიკა ყვება, რომ უპირველეს ყოვლისა მან ჯანსაღი კვება დაიწყო. მისი აზრით, ორგანიზმის მკაცრი დიეტებით წვალება არც თუ ისე სწორი გადაწყვეტილებაა. მოგვიანებით კი, სპორტდარბაზს დაუბრუნდა, სადაც კვირაში ოთხჯერ ვარჯიშობდა და ცდილობდა, რომ ყოველდღე რაც შეიძლება მეტი ესეირნა.

სწორად ამ ყველაფერმა მისცა არტისტს რეკორდულ დროში 45 კილოგრამით გახდომის საშუალება.

წყარო: „eg.ru“.

კომენტარები