Unicef-ი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

Unicef-ი სომხეთსა და აზერბაიჯანს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს ორგანიზაციის ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად უკვე 4 ბავშვი გარდაიცვალა, 7 კი დაიჭრა.

„გავიდა 10 დღე მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება მკვეთრად დაიძაბა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია 4 გარდაცვლილი და 7 დაჭრილი ბავშვის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდება, ეს ციფრი ტრაგიკულად გაიზრდება. საომარი მოქმედებების შედეგად ნადგურდება საცხოვრებელი სახლები, სკოლები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვას სამოქალაქო პირები და ინფრასტრუქტურა. საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა ყოველი ბავშვის ინტერესებში შედის“, – ნათქვამია Unicef-ისგანცხადებაში.

კომენტარები