დ ი ნ დ გ ე ლ ი (პროპოლისი) – უებარი სამკურნალო საშუალება. როგორ მივიღოთ?

ფეისბუქის გვერდი „თაფლი სახლში“  დინდგელის სამკურნალო თვისებებზე წერს და მისი გამოყენების მიზნით,  30 % -სპირტხსნარის დამზადების წესს ავრცელებს

დინდგელი ბუნებრივი ანტიბიოტიკი, ტყის, ბალზამური არომატის მქონე, ძალიან მდგრადი ნივთიერებაა. “პროპოლისს” ფუტკრები გამოიმუშავებენ მცენარეების კვირტების წებოვანი წარმონაქმნიდან, ახალგაზრდა ფოთლებიდან და ყლორტებიდან, აგრეთვე რიგი ბალახეული მცენარეულობებიდან. ეს წებოვანი ნივთიერება, წარმოადგენს მცენარის დამცავ გამონაყოფს, რომელსაც ფუტკრები გადაიტანენ ფეხგუნდის სახით და სკაში გადაამუშავებენ. ის შეიცავს 70%-მდე მცენარეულ წებოვან ნივთიერებასა და ფუტკრის ჯირკვლების გამონაყოფს, ის შეიცავს აგრეთვე – თიამინს B1, რიბოფლავინს B2, პირიდოქსინს B6, ნიკოტინამიდს PP, ვიტამინ E,A.C, სანთელს და სხვა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პროპოლისი მოქმედებს 100-ზე მეტი სახეობის ბაქტერიების, სოკოებისა და ვირუსების (მათ შორის ტუბერკულოზის, სიფილისის, დიფტერიის და სხვა) წინააღმდეგ. იგი დადებითად მოქმედებს ადამიანის იმუნურ სისტემაზე და მომაკვდინებლად მოქმედებს ავადმყოფობის გამომწვევ ვირუსებზე. პროპოლისის პრეპარატების მიღება განაპირობებს ხანგრძლივი დროით მაღალ დონეზე ორგანიზმის დამცავ ფუნქციას (იმუნიტეტის, სპეციფიკური და არასპეციფიკური ფაქტორები სტიმულირდება), ჯამში პროპოლისის წარმოადგენს მიკრობებისათვის საშიშ, გადაულახავ ძალას. მასთან არც ბაქტერიებს, არც ვირუსებს არ შეუძლიათ შეგუება. პროპოლისში შემავალი ამინომჟავები, ორგანული მჟავები, ანტიბიოტიკური ნივთიერებები, სხვადასხვა მინერალური მარილები, ვიტამინები, მიკროელემენტები და სხვა ნივთიერებები, რომელსაც შეიცავს პროპოლისი, უზრუნველყოფს მის მრავალმხრივ ფარმაკოლოგიურ ეფექტს, ასე რომ პროპოლისში არსებული ფენოლმჟავების წყალობით ის უზრუნველყოფას შემკვრელ ანთების საწინააღმდეგო კაპილარის გამამაგრებელ, ნაღველმდენ, შარდმდენ მოქმედებას, უზრუნველყოფს ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებას.
“პროპოლისს” აქვს მნიშვნელოვანი როლი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებებში. ის თრგუნავს სიმსივნის უჯრედების განვითარებას, ის რადიაციისგან დასაცავად ძლიერი პროდუქტია, ასევე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, სისხლში ცილოვანი ფრაქტების თანაფარდობის გამაუმჯობესებელია ანუ პროპოლისი მოქმედებს როგორც ჰეპატოპროტექტორი. მონაწილეობს ენდოკრინული სისტემების რეგულირებაში, კერძოდ დადგენილია მისი გავლენა თირკმელზედა ჯიკრვლებზე. რაც უზრუნველყოფს საკუთარი ჰორმონების გამოყოფას. მონაწილეობას ღებულობს კუჭნაწლავის ტრაქტის რეგულაციაში. ნორმალურს ხდის ნაღვლის გამოყოფას, უზრუნველყოფას კუჭის და ნაწლავის წყლულის შეხორცებას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და დადებითად მოქმედებს ნაწლავების მონელების სისტემაზე, აგრეთვე ათეროსკლეროზის და ინსულტისაგან დამცავი პროდუქტია.

დინდგელის სამკურნალო თვისებები:

დინდგელის ინტენსიური გამოკვლევას და მის სამკურნალო ეფექტურობაზე მეფუტკრეობის მსოფლიო კონგრესის გამომცემლობა „აპიმონდიამ“გამოსცა რამოდენიმე კრებულ. მეცნიერთა კვლევაბმა გვიჩვენა ,რომ დინდგელს გააჩნია ბაქტერიოციდული(სპობს ბაქტერიებს), ფუნგიციდური (ზოგიერთ სოკოზე მომაკვდინებელი მოქმედება), ანესთეზიური(ტკივილგამაყუჩებელი), ანთებადი პროცესების საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს ჭრილობების ეპითელიზაციას, დადებითად მოქმედებს კანის დაავადებათა დროს, ასევე დადებითად მოქმედებს თირკმელზედა ჯირკვალზე და ჰიპოფიზზე, რითაც ხელს უწყობს ჰორმონების გამომუშავებას. დინდგელი უცხო უჯრედებს ისე ანადგურებს, რომ მასპინძლის მიკროფლორას არაფერს ვნებს, ამოტომ მისი გამოყენებისას დიზბაქტერიოზი არ გვემუქრება. ეს განასხვავებს დინდგელს ანტიბიოტიკებისგან,მიკროორგანიზმებს დინდგელისადმი მდგრადობა არ აქვს.

იაპონიაში ჩატარებული ცდებით (ოლეშკო 1993) დინდგელი კიბოს საწინააღმდეგოდ დადებითი შედეგებით იყო გამოყენებული. მას აქვს უნარი ადამიანის იმუნური სისტემის სტიმულირების და ქმნის ადამიანისთვის დამცავ ძალებს. დადგენილია დინდგელის ბაქტერიოციდული მოქმედება სტრეფტოკოკების,სტაფილოკოკების და ნაწლავის ჩხირების, დიზენტერიის და ტუბერკულოზის,პასტერელოზის,ოქროსფერი და თეთრი სტაფილოკოკების და სხვათა მიმართ.

დინდგელი თავისი მოქმედებით ბევრად აჭარბებს პენიცილინის მოქმედებას,დადგენილია ,რომ დინდგელის ხსნარს 5-ჯერ მეტად აქვს გამოხატული ანესთეზიის უნარი ვიდრე კოკაინს და 52-ჯერ მეტი ვიდრე ნოვოკაინს. აგრეთვე დადგენილია, რომ დინდგელი ხელს უწყობს ენდოკრინული ჯირკვლების მოქმედებას ,დიაბეტის დროს ავლენს იმუნო-მოდულირებულ ეფექტს.

ტექსტის ავტორი: მაკა ჭავჭანიძე.

 

100 გრამი დინდგელი  ჩვენთან 15 ლარი ღირს. სახლში მოტანა უფასოა. დაგვიკავშირდით: 577-517-513   თაფლი სახლში

 

დინდგელის 30% სპირტხსნარი ამგვარად მზადდება:

საყინულეში ნამყოფ 30გრ. დინდგელს ვხეხავთ ბოსტნეულის სახეხზე და ვყრით ქილაში.ვასხამთ 100მლ. 70%- იან სპირტს.ვაფარებთ თავზე გერმეტულად და ვდგამთ ბნელ ადგილას 2 კვირით.
დღეში 2-ჯერ ვანჯღრევთ 2- 3 წუთით მაინც.ქილა თავიდანვე იმხელა შეარჩიეთ, რომ თავისუფალი( ცარიელი) ადგილი დაგრჩეთ, რათა კარგად ანჯღრევის საშუალება გქონდეთ.ორი კვირის შემდეგ ზემოთ მოყენებულ ხსნარს ამოვიღებთ უნემსო შპრიცით და გადავიტანთ ბოთლში, რომელსაც ასევე გერმეტულად ეხურება თავსახური.ქვემოთ დარჩება ნაკლებად სარგებლიანი მასა, მაგრამ ჯერ არ გადააგდოთ, რადგან კიდევ ერთი კვირის განმავლობაში ზემოდან ისევ მოიდგამს ხსნარს და თქვენც ნელ- ნელა ამოიღებთ.
დინდგელის 30% სპირტხსნარი მზადაა.

მიღების წესი:

სტანდარტული მიღების წესია, დღეში სამჯერ, ჭამამდე 20- 30წთ.ადრე, 20წვეთი- 30მლ.წყალში.
1,5- 2 თვე. სხვადასხვა დაავადებების დროს, შეიძლება დოზები შეიცვალოს.

 

კომენტარები