ავლაბარში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია – სამართალდამცველებმა მძევლები

თბილისში, ავლაბარში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, მას მძევლები ჰყავდა აყვანილი. ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებულნი.

თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, შალვა ბედოიძე აწარმოებდა.

უსაფრთხოების მიზნით, დახურული იყო მეტროსადგური „ავლაბარი“ და მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანილი იყო მოსახლეობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ავლაბარში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს. თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.

ამჟამად მეტროპოლიტენი მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობს.

კომენტარები