ანრი ოხანაშვილი: „დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამნისტიაზე, რომელიც შეეხება 19–21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა“

-„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ 19 აპრილს, პოლიტიკური პარტიების მიერ ევროკავშირის დოკუმენტით – „სამომავლო გზა საქართველოსთვის” ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა ამნისტიის პროექტზე, რომელიც შეეხება „2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას“.

მმართველი გუნდის ამოცანაა, ეს პროცესი შეყოვნების გარეშე წარიმართოს და 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში კანონპროექტი დაინიცირდეს. კონსულტაციები იგეგმება იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას“, – წერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები