ვინ შეცვალა თამარ ბაჩალიაშვილის ელექტრონული ფოსტის პაროლი? – ელექტრონული ფოსტა

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ითხოვს, დადგინდეს, – ვინ შეცვალა თამარ ბაჩალიაშვილის ელექტრონული ფოსტის პაროლი.

-„ტრაგედიამდე, ერთი კვირით ადრე, თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტის პაროლი შეცვლილი იყო. ეს იყო მისი სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტა, რომელზეც ჩვენ ვესაუბრეთ, შემდეგი განმარტება მოგვცეს. უნდა გაუქმებულიყო, რადგან პიროვნების სამსახურიდან წასვლა როდესაც ხდება, მისი ელექტრონული ფოსტაც უქმდება. გაუქმებასა და შეცვლას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

შესაბამისად, მისი ელეტრონული ფოსტა უნდა გაუქმებულიყო, მანდ გაუქმება არ იყო, ელექტრონული ფოსტა იყო დარჩენილი, მხოლოდ მისი პაროლი იყო შეცვლილი. ჩვენ და გამომძიებელმაც მოითხოვა, გადაამოწმონ ვისგან იყო პაროლი შეცვლილი“, – განაცხადა ადვოკატმა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

კომენტარები