„თუმანიშვილს მე ვერ გავაგდებდი… სპექტაკლები არ გამოუვიდა კარგი. თან გაავრცელეს ხმა, – ზაქარიაძის გარდაცვალებაში მიშამ ითამაშა გარკვეული როლი“ – რობერტ სტურუა

-„მიხეილ თუმანიშვილს რუსთაველის თეატრიდან მე ვერ გავაგდებდი, იმიტომ რომ არაფერი ვიყავი მაშინ.

ყვარყვარეც კი არ მქონდა დადგმული. თუმანიშვილს ჰქონდა უკვე უდიდესი შედევრი გაკეთებული – ანტიგონე. კარგად კი არ მახსოვს, რა იყო მიზეზი… ჰო, რაღაც იდეოლოგიური დაუდეს, უნდა გითხრათ, იმ პერიოდში, რუსთაველის თეატრი განიცდიდა დიდ ცვალებადობას, მიშა თუმანიშვილის ხელმძღვანელობით. სპექტაკლები არ გამოუვიდა კარგი, ეს იყო “ზაფხულის ღამის სიზმარი”, მერე იყო- „ქალთა აჯანყება”… არის მომენტები, როდესაც რეჟისორებს… იმ პერიოდში მოხდა ეს ყველაფერი, როდესაც თეატრში იცვლებოდა ყველაფერი ძალიან მკვეთრად… ამიტომ იყო, რომ თაქთაქიშვილმა შეკრიბა დასი, მოვიდა და უთხრა… სხვათა შორის, მიშა დავიცავი მე დანარჩენი მისი მსახიობები ჩუმად ისხდნენ იქ, როცა სჭირდებოდა მართლა მათი დაცვა… და სერგო გარდაიცვალა, ზაქარიაძე და რატომღაც ასე გაავრცელეს ხმა, რომ ბატონი სერგოს გარდაცვალებაში მიშამ ითამაშა გარკვეული როლი, მას არ იღებდა როგორც მსახიობს და ნუ, რაღაცეები იყო ასეთი. და გაუშვეს ბატონი მიშა. რაღაცა ინტრიგები იყო, ყველაფერში არ ვერკვევი.

ამის შემდეგ შეიქმნა კოლეგია, რომლის ხელმძღვანელი იყო არჩილ ჩხარტიშვილი. თემო ჩხეიძე, მე, გიზო ჟორდანია და კიდევ ვიღაცეები ვიყავით წევრები”, – განაცხადა  რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში “სიცრუის დეტექტორი”.

კომენტარები