ნინო ტაბატაძე: „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს“

თბილისის საქალაქო სასამართლოში ავსტრალიის ბრალდებული მოქალაქის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

ბრალდებულის ადვოკატის, ნინო ტაბატაძის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

„საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, დაცვის მხარე თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კანონმდებლობით განსაზღვრულ დასაბუთებული სტანდარტის ვარაუდს ვერ აკმაყოფილებს. ბრალდებული კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას ინარჩუნებს და სასამართლოს წინაშე დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არ იყოს აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე გამოყენებული. თუმცა, ალტერნატივის სახით, სასამართლოს გირაოს გამოყენებას შევთავაზებთ. დანარჩენ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კონკრეტულ მონაცემებს და ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ”,- აცხადებს ტაბატაძე.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

დაკავებულთაგან 10 პირს აღკვეთოს ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

კომენტარები