საია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არ დაუშვან იმ კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გავრცელდება ამნისტია

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს:

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არ დაუშვან იმ კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გავრცელდება ამნისტია.

პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არ დაუშვან იმ კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გავრცელდება ამნისტია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ დადგება არამხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი. ასევე, საფრთხის ქვეშ დგება სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას.

დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს, იმის მიუხედავად, გამოძიება რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

ამნისტიის გამოყენება იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება, რადგან მსგავსი ქმედება აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას.

ასეთი შედეგი კი, არასათანადო მოპყრობის აკრძალვით შექმნილ დაცვის გარანტიებს ილუზორულად აქცევს და, იმავდროულად, მსუსხავი ეფექტი აქვს პირთა მიერ შეკრების ან/და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის კუთხით”.

კომენტარები