„საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არის მიმართული“

რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატოში შემავალი ქვეყნები ასჯერ უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე რუსეთის სამეზობლოში ნატოს ბაზების განთავსებაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია რუსი კოლეგის განცხადებას გამოეხმაურა:

„მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს არის ჩვენი პოზიცია, პოზიცია, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც ვაფიქსირებთ და მათთან ერთად ვახდენთ ამ პოზიციის დეკლარირებას“.

კომენტარები