„საქართველოს იშვიათ ტაშს უკრავენ კორონავირუსზე რეაგირებისთვის მაშინ, როდესაც მსოფლიოს ქვეყნები იბრძვიან პანდემიის სამართავად, საქართველო მოულოდნელ წარმატებას აღწევს“

თბილისში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ლომსაძე EURASIANET – ზე სტატიას აქვეყნებს, სათაურით

– „საქართველოს იშვიათ ტაშს უკრავენ კორონავირუსზე რეაგირებისთვის მაშინ, როდესაც მსოფლიოს ქვეყნები იბრძვიან

პანდემიის სამართავად, საქართველო მოულოდნელ წარმატებას აღწევს“.

,,კორონავირუსთან ერთად, საქართველოში ისეთი რამ მოხდა, რაც ქვეყანას წლების განმავლობაში არ ჰქონია

ნდობა მთავრობის მიმართ. საქართველოში ახალი კორონავირუსის გამოჩენიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ,

დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 20 მარტისთვის 44 შემთხვევას მიაღწია ნულოვანი სიკვდილიანობის მაჩვენებლით.

ბევრი დამკვირვებლისთვისთუნდაც დიდი ხნის კრიტიკოსისთვისეს იმაზე მეტყველებსრომ მთავრობა რაღაცას სწორად 

აკეთებს

უკან გადგა და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს აცალა სიტუაციის სადავეების ხელში აღება.

ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების შეკავების მყისიერი ქმედებები ძალიან დროული და ადეკვატური იყო“ აცხადებს 

პრაღაში მოღვაწე ქართველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ნინო გიგუაშვილი „ევრაზაიანეტთან“ საუბრისას. „პრინციპშისაქართველო პირველი იყო ევროპის ქვეყნებს შორისრომელმაც ქმედითი ზომები განახორციელა“.

ვირუსის გავრცელებასთან ერთადსაქართველომ სწრაფად იმოქმედაცხელი კერების მქონე ქვეყნებთან ფრენები 

დროებით შეაჩერაუცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეები სამედიცინო პროფილის მიხედვით დაახარისხა და 

კარანტინში მოაქციაუპრეცედენტო მასშტაბის საზოგადოებრივი შემეცნების კამპანია ჩაატარაყოველივე ეს მოხდა

 მანამდესანამ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა ეპიდუსაფრთხოების რეჟიმზე გადავიდოდა

სკოლებიც დაიკეტა და სამიზნე სექტორების 

დახურვა გამოცხადდა მაშინროდესაც მხოლოდ 3 დადასტურებული შემთხვევა იყო საქართველოში.

ახლომდებარე ირანში თებერვლის შუა რიცხვებში ეპიდემიის აფეთქების მომენტისთვისსაქართველოში 

პროაქტიულად ხორციელდებოდა სასაზღვრო შემოწმებაეს გულისხმობდა სხეულის ტემპერატურის 

გაზომვას და სამოგზაურო ისტორიის გამოკითხვასრაც საქართველოში უკვე კარგად იყო დანერგილი 

და მიმდინარეობდა.

 ამდენადქვეყანამ შესძლო ვირუსის პირველი შემომტანის გამოვლენა.

ირანიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე 26 თებერვალს უშუალოდ აზერბაიჯანსაქართველოს სახმელეთო საზღვარზე გამოავლინესის სწრაფადვე მოაქციეს იზოლაციაში მის 

თანამგზავრებთან და სხვა იმ პირებთან ერთადრომლებთანაც საქართველოს ტერიტორიაზე ჰქონდა კავშირი

ირანის მოქალაქეებისთვის 

საქართველოს საზღვარი მყისიერად დაიკეტახოლო ირანიდან ჩამომსვლელი საქართველოს მოქალაქეები კარანტინში 

მოექცნენ და ახალ კორონავირუსზე ლაბორატორიული ტესტირებაც ჩაუტარდათმომდევნო დღეებში

ინფიცირების მაღალი  რისკის მქონე ქვეყნებიდან დაბრუნებული ასობით ადამიანი და მათთან კონტაქტის მქონე პირები კარანტინში მოექცნენ 

სახელმწიფო ობიექტებში ან სახლში.

როდესაც პანდემიის სიმძიმის ცენტრმა აზიიდან ევროპისკენ გადმოინაცვლაიტალია გახდა საქართველოში ვირუსის 

შემოტანის პირველწყაროიტალიიდან დაბრუნებული პირველი ინფიცირებული მგზავრები საქართველოს საზღვარზე 

გამოეპარათუმცა ხელისუფლებამ წარმატებით მოახდინა მათთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენა და იზოლირება

სანამ „მეტასტაზები“ გავრცელდებოდაყოველივე ეს გონივრულად და დროში გაწერილი ნაბიჯები ხორციელდებოდა 

იმის შედეგადრომ მთავრობამ ეს საქმე მიანდო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ერის საუკეთესო სპეციალისტებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძესმის მოადგილეს პაატა იმნაძეს

ინფექციური პათოლოგიებისშიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორს 3 თენგიზ ცერცვაძეს და 

ამავე საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს მარინა ეზუგბაიასეს ექიმები – განსაკუთრებით ეზუგბაია – მედიავარსკვლავებად იქცნენრადგან ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდნენ საზოგადოებას თითქმის ყოველი საათის ბოლოს 

და უახლეს მონაცემებს აჟღერებდნენ არსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობისმათი რაოდენობის

ინფიცირების წყაროსვირუსის გავრცელების ტრაექტორიის და ყველაზე საჭირო ქმედებების შესახებეს ხდებოდა 

სწრაფი განვითარების მქონე სიტუაციის ყოველ ეტაპზე. „საუკეთესო პროფესიონალების წინა პლანზე წამოწევამ შედეგად იქონიასაზოგადოებისადმი მისაწოდებელი 

ინფორმაციის სწორი გაჟღერება სწორი ადამიანების მიერ და სწორ დროს“ აცხადებს გიგუაშვილი და იქვე დასძენს

რომ ქვეყნის უმაღლესი ინტელექტის მქონე პროფესიონალების ლიდერობით უზრუნველყოფილი იყო რეაგირების 

ეფექტიანობარაც ზედმიწევნით ზუსტ სამეცნიერო ცოდნას ეფუძნებოდა და ქვეყნის რესურსების თანაწონადი იყო.

ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვიკრიბებით და მუდამ სატელეფონო კავშირზე ვართ ერთმანეთთანგლობალურ 

მოდელებს ვაკვირდებითეპიდემიების ადრინდელ და გლობალურ გამოცდილებას ვაანალიზებთ და შემდეგ 

მთავრობას ვთავაზობთ რა გაკეთდეს საუკეთესო სამეცნიერო მტკიცებულებებისა და გამოცდილების საფუძველზე“ –აცხადებს საქართველოს რეაგირების ძალისხმევაში მონაწილე ეპიდემიოლოგირომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა 

არ გაგვემხილა.

საჭესთან პროფესიონალების დაყენება ალბათ ამ მთავრობის ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება იყორაც 

ოდესმე მიუღიათ“ – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების ქართველი ექსპერტი ზურაბ თათანაშვილი.

ეს რომ სერიოზული ვითარება არ ყოფილიყომთავრობა პრიორიტეტად არც მიიჩნევდა ცოდნასა და გამოცდილებას

რადგან არც სჩვევიათუმცაეს სავარაუდოდ ეგზისტენციალური სიტუაცია იყო მმართველი პარტიისთვის და თან 

საარჩევნო წელს ხდებაამდენადშიში კარგი მრჩეველი გამოდგა“.

ერთერთი კრიტიკარომელიც მმართველი რეჟიმის მიმართ გამუდმებით ჟღერდება იმაში მდგომარეობსრომ 

სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელ თანამდებობებზე ადამიანები პარტიისა და მისი ძლევამოსილი უფროსის

მილიარდელი ბიძინა ივანიშვილისადმიმორჩილების ნიშნით ხვდებიან

პროფესიული ნიშნით ან რეპუტაციით არ ხდება დანიშვნა

 (ერთერთი ასეთი მაგალითია ჯანდაცვის მინისტრად ახლადდანიშნული ეკატერინე ტიკარაძერომელიც საზოგადოებაში ფართოდ მიიჩნევა ივანიშვილთან დაკავშირებულ პირად). 

ბევრი ადამიანი მიიჩნევს მის საკადრო პოლიტიკას მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ რეიტინგის ყოველწლიური 

ვარდნის მიზეზადანალიტიკოსები მიიჩნევენრომ მთავრობა ვარდნის შემდეგ იბრუნებს საზოგადოებრივ მხარდაჭერას 

კორონავირუსის კრიზისისადმი გამოყენებული სწორი მიდგომის შედეგად.

შეიძლება ითქვასრომ ეს ვირუსი ჯერჯერობით საქართველოს მთავრობის წისქვილზე ასხამს წყალს“ განუცხადა 

გამორჩეულმა სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „ნეტგაზეთის“ საინფორმაციო სამსახურს. „თუ არსებული მიდგომები შენარჩუნდებამთავრობას კვლავაც დაეწერება ქულები“. შეკავება როდესაც მსოფლიოს 

ქვეყნები პანდემიას ებრძვიანისინი სამ ფაზას გამოკვეთენშეკავებადაყოვნება და განეიტრალებაასევე,

 ხორციელდება ეკონომიკაზესაზოგადოებრივ წესრიგსა და სამოქალაქო თავისუფლებზე პანდემიის გავლენისა და 

ეფექტის შეფასებაეს საქმე დელიკატურ დაბალანსებას მოითხოვსრათა „მრუდი პლატო გახდეს“ (იმისათვისრომ გავრცელება ნელი ტემპით მოხდეს უცაბედინახტომისებური პიკების გარეშერომლებიც 

საავადმყოფოებს გაავსებსდა იმავდროულად რეაგირების ზომების ეკონომიკური ხარჯიც მოზომილი იყოს.

საქართველომ მთელი თავისი ძალისხმევა და პასუხისმგებლობა აქეთ მიმართა და თან ეპიდაფეთქების ძალიან 

ადრეულ სტადიაზერაც უფრო შეძლებულ ქვეყნებს არ გაუკეთებიათ. „საქმე იმაში მდგომარეობსრომ პრევენცია ერთადერთი გამართლებული ვარიანტია საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის

რადგან მას მწირი რესურსები და ძალიან მყიფე ჯანდაცვის სისტემა გააჩნია“ –გვეუბნება პრაღაში მოღვაწე ექსპერტი გიგუაშივილი და იქვე ამატებსრომ საქართველოში მეტად სავალალო ეფექტი 

ექნებოდა ისეთ მასიურ ეპიდაფეთქებასრომელმაც იტალიის ჯანდაცვის სისტემა შეარყიამაინც არსებობენ 

კრიტიკოსებირომლებიც დაობენრომ საქართველოში შეკავების ძალისხმევა ცოტათი დაგვიანებული იყო – ან 

პირიქით – ცოტათი გადამეტებულითვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევ ადამიანებს პოლიცია ქუჩაში დასდევს და სახელმწიფო ობიექტებში ათავსებს კარანტინში

რაც მავანთა უკმაყოფილებას იწვევსთანსაქართველო ჯერ არც გამოსულა „სამალავიდან“. დადასტურებული

 შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებულია ან მჭიდროდ უკავშირდება უცხოეთში მოგზაურობასთუმცა 

ახლა ქვეყანა ადგილობრივ თემში გავრცელების ზღვარს მიუახლოვდა.

მეზობელი სომხეთი კავკასიაში ლიდერობდა დაავადებასთან შეხების არქონითსანამ ინფიცირებულთა რაოდენობამ 

მკვეთრად იმატა მიმდინარე კვირას (20 მარტის მდგომარეობით ჯამში 136 შემთხვევაა დაფიქსირებული). მათი 

უმრავლესობა ერთ ქალს უკავშირდებარომელმაც სიმპტომები არ გაამხილა და ნიშნობის სუფრაზე წავიდა

საქართველოში კი ერთი ინფიცირებული ადამიანი გასვენებაში იმყოფებოდა და ადგილობრივად ვირუსის 

ტალღისებური გადაცემის საფრთხე შექმნაასე თუ მოხდასაქართველოს სწრაფი მოქმედება და უკიდურესი 

ზომების განხორციელება მოუწევსმაგთავისუფალი მოძრაობის სრული აკრძალვა ან შეზღუდვა.

საქართველომ 20 მარტს საერთაშორისო მოგზაურობაზე სრული აკრძალვა დააწესა და ყველა სავაჭრო ობიექტის

დახურვა ბრძანა. გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი აუცილებელი სერვისები, როგორიცაა: სასურსათო მაღაზიები,

აფთიაქები, ბანკები და ბენზინგასამართი სადგურები. ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ შეეზღუდა თავისუფალი

მოძრაობა. სახლში დარჩენა კი თხოვნად უფრო რჩება, ვიდრე მოთხოვნად. ჯერ ჯერობით“,   – წერს გიორგი ლომსაძე

https://eurasianet.org/georgia-gets-rare-plaudits-for-coronavirus-response

კომენტარები