„ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციები სკოლების, მასწავლებლების, მოსწავლეების ან მშობლებისადმი,  გადაცდომების შემთხვევაში, იქნება მყისიერი რეაგირება“ – ეკატერინე ტიკარაძე

მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

„ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციები სკოლების, მასწავლებლების, მოსწავლეების ან მშობლებისადმი,  გადაცდომების შემთხვევაში, მყისიერი რეაგირება გვექნება.

მნიშვნელოვანია, ყველამ აიმაღლოს პასუხისმგებლობა, დაიცვას რეკომენდაციები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ასაცილებლად.

ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ჩვენ ავიმაღლოთ საკუთარი პასუხისმგებლობა, რეკომენდაციებიც აღმოჩნდეს საკმარისი იმისთვის, ჩვენ სწორად ვითანამშრომლოთ და ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება.

ვინაიდან ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება სკოლებზე, მასწავლებლებზე, მოსწავლეებსა და მშობლებზე,  იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა გარკვეული გადაცდომები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, რათა გვქონდეს საუკეთესო გამოსავალი და ჩვენი ბავშვები უსაფრთხო გარემოში აგრძელებდნენ სწავლას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. სკოლებისთვის აუცილებელი ეპიდსაწინააღმდეგო აღჭურვილობის შესყიდვა დასრულდა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 279-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 059 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

კომენტარები