„ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე პაციენტების რისკის სიმცირის მიუხედავად, თუ დიდი რაოდენობით პაციენტი იქნება, შეიძლება, ბევრ ადამიანს…“ – ბიძინა კულუმბეგოვი „ომიკრონზე“

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით,

-„მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე პაციენტების რისკი, დაახლოებით, 50-70%-ით არის შემცირებული, ყველა ქვეყნის მონაცემი მიუთითებს, –  „დელტა“ ვარიანტთან მიმართებით, დიდი რაოდენობით პაციენტი თუ იქნება, პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე, ერთეულებში თუ გადავიყვანთ, შეიძლება, ბევრ ადამიანს დასჭირდეს აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია. ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორის მზაობა აუცილებელია. მსოფლიოს განვითარებულმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, მათ შორის – ამერიკის შეერთებულმა შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და უსიმპტომო პაციენტები, რომელთაც გეგმიური კვლევისას, ან კონტაქტების ძიების დროს აღმოაჩნდებათ დადებითი ანალიზი და სიმპტომი არ აქვთ, იზოლაციისა და კარანტინის პერიოდი 5 დღემდე შეუმცირდათ“.

საქართველოში ამ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.

რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ახალ შტამს

კომენტარები